თამაზ მაღლაკელიძე

პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

თანამედროვე ქართული პულმონოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

საქართველოს რესპირაციული ასოციაციის გენერალური მდივანი, 

თსუ თერაპიის დეპარტამენტის პროფესორი,

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) - GARD (Global Alliance against Chronic Respiratory Diseases) -ის ევროპის რეგიონალური კოორდინატორი,


მედიცინაში სახელმწიფო (ეროვნული პრემიის) ლაურეატი,


„ღირსების ორდენის“ კავალერი,


ქალაქ თბილისისა და ვანის საპატიო მოქალაქე,


ERS (ევროპის რესპირაციული ასოციაციის) და ATS (ამერიკის თორაკალური ასოციაციის)  წევრი,



საქართველოს რესპირაციული ჟურნალის მთავარი თანარედაქტორი, არის Georgian Association of Allergology and Clinical Immunology (GAACI)  გამგეობის წევრი.


ასევე მას მინიჭებული აქვს საუკუნის ექიმის წოდება ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის მიერ.

უდიდესია მისი როლი ქვეყანაში რესპირაციული მედიცინის განვითარებაში და აუცილებლად უნდა დავასახელოთ ყველა ის წამოწყება, განხორციელებული პროგრამა თუ სტრატეგია, რაც პროფ. თამაზ მაღლაკელიძემ შემოიტანა და დანერგა საქართველოში:

 

• მან დაიწყო სპირომეტრიის, როგორც კვლევის აუცილებელი მეთოდის,

დანერგვა ამბულატორიულ და სტაციონარულ დაწესებულებებში;

რესპირაციულ მედიცინაში მრავალი სამეცნიეროკვლევის მთავარი მკვლევარი

• ჯანმო (WHO) -ს GARD-ის პროექტის ფარგლებში მან შეისწავლა ფქოდ-ის ეპიდემიოლოგია შერჩეულ რეგიონებში;

• მის სახელს უკავშირდება მასშტაბური საგანანათლებო კამპანიის წარმოება მოსახლეობის ცნობიერების გაზრდისთვის ფილტვის ქრონიკული დაავადებების შესახებ;

• ის იყო თამბაქოს დანებების ხელშეწყობის პფაიზერის პროექტის

კოორდინატორი საქართველოში;

• მან შემოიტანა საქართველოში ფილტვის რეაბილიტაციის პროგრამა დიდი ბრიტანეთის ბირმინჰემის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში;

• მისი ავტორობით შეიქმნა ფქოდ-ის დიაგნოსტიკის და მკურნალობის

რამდენიმე ეროვნული პროტოკოლი და გაიდლაინი;

• ის წლების განმავლობაში ატარებს სპირომეტრიის სწავლების აკრედიტებულ უპგ (უწყვეტი პროფესიული განვითარების) პროგრამას, რომლის წყალობით მრავალმა ექიმმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან აითვისა რესპირაციული დაავადებების დიაგნოსტიკის ეს აუცილებელი მეთოდი;

• მან დაიწყო პოსტ-კოვიდური რესპირაციული სიმპტომების მქონე პაციენტების მართვის სტრატეგიის შემუშავება მულტინაციონალური პროექტის ფარგლებში;

• ის არის თანაავტორი ქართული-ბრიტანული ერთობლივი პროექტის

“პულმონური რეაბილიტაციის სერვისის დანერგვა საქართველოში” ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოსი “ფქოდ-ის და ფილტვის რეაბილიტაცია”.

 

 

 

დაკავშირებული სერვისები

ვიზიტზე ჩაწერა შეფასების ყუთი